weather cur horoscope tv
აგვისტო 15, 2020

წყალტუბოში „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის 2 პირი დააკავეს

21:06 ხუთშაბათი, 23 მაისი 2019 hits 439

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა წყალტუბოში, ჟურნალისტებზე თავდასხმის და ძალადობის ბრალდებით ორი პირი: 2000 წელს დაბადებული მ.შ. და 2000 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დადგინდა, რომ დაკავებულებმა წყალტუბოს სოფელ ზედა მესხეთში იმ დროს, როდესაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი და ოპერატორი პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ, მათზე განახორციელეს ჯგუფური თავდასხმა და ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში.

„გამოიკითხა ინციდენტში მონაწილე ყველა პირი, მათ შორის ჟურნალისტი და ოპერატორი, რომლებმაც მათზე მოძალადე ორი პირი ამოიცნეს. გამოძიების ამ ეტაპზე თავდასხმაში სხვა პირთა მონაწილეობა არ დასტურდება“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ჯგუფურად ძალადობა) და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის უკანონო ხელის შეშლა) მიმდინარეობს.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ჟურნალისტი ედიშერ მუშკუდიანი და ოპერატორი ბაკურ ჩიხლაძე წყალტუბოში იმ არასრულწლოვანი გოგოს ოჯახში იმყოფებოდნენ, რომელიც საკუთარი 7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ტელეკომპანიის ცნობით, დაკავებულის ახლობლებმა და მეზობლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს. ედიშერ მუშკუდიანს და ბაკურ ჩიხლაძეს ფიზიკურად მაშინ გაუსწორდნენ, როდესაც ავტომობილში სხდებოდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]