weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში შრომითი დავის საკითხს – ზურაბიშვილი

22:02 ხუთშაბათი, 23 მაისი 2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვას გამოეხმაურა. ზურაბიშვილის აზრით, პრეზიდენტი შრომითი დავის საკითხს არ უნდა ეხებოდეს.

„პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს. ამავე დროს მიმაჩნია, რომ ხაზი უნდა გაესვას ევროპული სტანდარტის დანერგვის აუცილებლობას და პირველ რიგში, როცა ეს ეხება შრომის უსაფრთხოებას, რომელიც მაღაროებში ძალიან აქტუალურია.

თანამედროვე ევროპული საქართველო თავის მოსახლეობას ისეთ სამუშაო გარემოს უნდა უქმნიდეს, რომ ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და ჯანმრთელობა ეფექტურად იყოს დაცული“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ 15 თანამშრომელი უკვე ერთი კვირაა შიმშილობს. ისინი ხელფასის 50%-ით გაზრდას, კვების და ჯანმრთელობის დაზღვევის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. გარდა ამისა, მაღაროელები აცხადებენ, რომ ქალაქის ტერიტორიაზე მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების გადაადგილება უნდა აიკრძალოს.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ მაღაროელების გაფიცვა არაკანონიერია, ხოლო ხელფასის 50 %-იანი მატების მოთხოვნა – არაადეკვატური და რეალობასთან შეუსაბამო. „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებით, მათ დასაქმებულებს ხელფასის 25 %-იანი მატება შესთავაზეს, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ იზიარებს მაღაროელების მოთხოვნას, რომელიც, მისი აზრით, სამართლიანია. ამასთან, ბახტაძემ ორივე მხარეს სთხოვა, რომ „რაც შეიძლება ინტენსიური დიალოგის შედეგად, დროულად ჩამოყალიბდეს მისაღებ შედეგებზე“.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]