weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ავალ დავით გარეჯში და ვინც წინ დამიდგება, ის სამინისტრო აღარ დარჩება – მეუფე იაკობი

23:04 ხუთშაბათი, 23 მაისი 2019

„სახელმწიფო მოქმედებს და ჩვენ ვენდობით, რომ სახელმწიფო არ გაყიდის ჩვენს ურთიერთობას. მე ისიც მჯერა, რომ აზერბაიჯანი იმას არ იზამს, რომ ჩვენი რაღაც დააზიანოს. დროებით დაველოდოთ, თუ არადა, ჩვენ დამთმობი არ ვართ არაფრის“, – განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა დავით გარეჯში, ჩიჩხიტურის მონასტერთან განვითარებულ მოვლენებზე.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში მეუფე ამბობს, რომ თავად ჩავა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში და იმედოვნებს, რომ მას გადაადგილების უფლებას არ შეუზღუდავენ. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, საქართველოს სააზღვრო პოლიციის მიერ აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება აკრძალულია.

„ამ დღეებში ავალ, გადავალ და ვინც დამიდგება წინ, ის სამინისტრო აღარ დარჩება... წყნარად უნდა ჩავიდეთ, ცივილიზებული ადამიანები ვართ. ხომ იცით, როგორ არის, როგორი ტერიტორიაა – ალიევიც აღიარებს, რომ ჩვენი ტერიტორიაა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

დღეს ადგილობრივმა გიდმა, ზვიად ანანიაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტოები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანულ მხარეს სპეციალური ტექნიკა ჰყავს მობილიზებული და ჩიჩხიტურის მიმართულებით გზა გაჰყავს.

ამ თემაზე საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ „უნდა გადამოწმდეს სად, ვის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება ეს“. ზალკალიანის თქმით, ყველა ინფორმაცია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის პირველ შეხვედრაზე უნდა იქნეს განხილული. კომისიის სამუშაო შეხვედრა ბაქოში დღეს დაიწყო და ხვალაც გაგრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]