weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 16 წლის დედას პატიმრობა შეეფარდა

10:23 პარასკევი, 24 მაისი 2019

გორის რაიონულმა სასამართლომ შვიდი თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. წინასწარი პატიმრობის გამოყენებას პროკურატურა ითხოვდა, რასაც ბრალდებულის ადვოკატიც დათანხმდა.

ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

„დაცვის მხარეს განსხვავებული პოზიცია ნამდვილად არ ჰქონია. ჩვენ დავეთანხმეთ პატიმრობის გამოყენებას. ბრალდებულმა გამოიყენა დუმილის უფლება, რაც დანაშაულის აღიარებას არ ნიშნავს“, – განაცხადა ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 28 ივნისს ჩაინიშნა. პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა დაინიშნება.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში შვიდი თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით 16 წლის დედა 22 მაისს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შვიდი თვის შვილი გვიან ღამით, საწოლში გაგუდა. შსს-მ განაცხადა, რომ დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

არასრულწლოვანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]