weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

3 ბულდოზერი მუშაობს და ჩიჩხიტურის მიმართულებით სამანქანო გზა ამოჰყავთ – არქიმანდრიტი

12:42 პარასკევი, 24 მაისი 2019
ფოტო © Zviadi Ananiashvili / Facebook ფოტო © Zviadi Ananiashvili / Facebook

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა აზერბაიჯანული მხარის მიერ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, გზის მშენებლობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ თქვა, იმ ადგილზე, სადაც აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვარი დადგენილი არ არის, სამი ბულდოზერი მუშაობს.

„ესაა ჩვენ რასაც ვუყურებთ, მესაზღვრეებთან კონტაქტი არ გვაქვს. სამი უზარმაზარი ბულდოზერი მუშაობს, იმხელა გზა გაჰყავთ, რომ ორი მანქანა თავისუფლად აუქცევს ერთმანეთს გვერდს. მათი კონტროლირებადი ტერიტორიიდან იწყებენ ამოსვლას და გზა ამოჰყავთ ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით“, – აცხადებს არქიმადრიტი.

მისივე თქმით, ჩნდება კითხვა, რატომ არ იღებს სახელმწიფო შესაბამის ზომებს. სასულიერო პირმა საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის გუშინდელი განცხადება გააკრიტიკა.

„გააკეთა ზალკალიანმა განცხადება, რომელიც არ გავდა არც მინისტრის, არც სახელმწიფო მოხელის განცხადებას, საერთოდ გასული იყო მომსახურების ზონიდან ეს განცხადება.

მინისტრი გვეუბნება ეს ყველაფერი პრესიდან გავიგე, უნდა გადავამოწმო, რომელი მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება გზის გაყვანაო. აქ ორი ძირეულული შეცდომაა. ჩვენ საუბარი არ ვაქვს დადგენილი საზღვრის ტერიტორიაზე. ცხადია, ეს დადგენილი საზღვრის მონაკვეთში, მათ მხარეს რომ ხდებოდეს, აქვთ უფლება აწარმოონ მათთვის სასურველი სამუშაოები“, – აცხადებს არქიმანდრიტი კირიონი.

მისივე თქმით, თუ სამშენებლო სამუშაოები ისე მიმდინარეობს, რომ შეთანხმებული არაა, ამას საერთაშორისო სკანდალი ჰქვია, რის შესახებაც საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობას უნდა გააგებინოს, აზერბაიჯანს კი პასუხი მოსთხოვოს. სასულიერო პირის თქმით, ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლის ზონაში ამდაგვარი მუშაობა „ვანდალიზმია“ .

გუშინ, 23 მაისს, ადგილობრივმა გიდმა, ზვიად ანანიაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტოები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანულ მხარეს სპეციალური ტექნიკა ჰყავს მობილიზებული და ჩიჩხიტურის მიმართულებით გზა გაჰყავს.

ამ მოვლენების პარალელურად ბაქოში უკვე მეორე დღეა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის პირველი სხდომა იმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]