weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

დავითგარეჯას მიმდებარედ მძიმე ტექნიკა დაამატეს – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

10:27 შაბათი, 25 მაისი 2019

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩიჩხიტურის მიმართულებით აზერბაიჯანული მხარე გზის გაყვანის სამუშაოებს აგრძელებს და მძიმე ტექნიკა, მათი გაყვანის ნაცვლად, დაამატეს.

„შეიძლება დადასტურებულად ითქვას, რომ მოლოდინები დავითგარეჯას მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოების შეწყვეტასთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა რეალური, დილიდან გრძელდება კლდოვანი საფარის ნგრევა, მძიმე ტექნიკა გაყვანის ნაცვლად, დაამატეს“, – წერს „ფეისბუქში“ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

წუხელ დეკანოზმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის მხარესთან გამართული დიალოგის შედეგად შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ჩიჩხიტურის მიმართულებით გზის გაყვანის სამუშაოები შეწყდა.

„უნდა ველოდოთ, რომ დილიდან აზერბაიჯანის მხარე გზის სამშენებლო ტექნიკას სრულად გაიყვანს ტერიტორიიდან“, – წერდა დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

23 და 24 მაისს, ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის სხდომა გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებს ერთობლივად დაათვალიერებენ. გზის მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებაში არაფერია ნათქვამი.

23 მაისს, გიდმა ზვიად ანანიაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტოები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანულ მხარეს სპეციალური ტექნიკა ჰყავს მობილიზებული და ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით გზა გაჰყავს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ამის შესახებ მედიისგან შეიტყო. მან სიტუაციის გარკვევამდე ყველას მოუწოდა, ემოციური განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]