weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

დამოუკიდებლობის დღეს თბილისსა და რეგიონებში ფიცს 463 რეკრუტი და წვევამდელი დადებს

11:17 კვირა, 26 მაისი 2019

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართება. ღვთისა და ქვეყნის წინაშე ფიცს საზეიმოდ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის 288 რეკრუტი დადებს.

თბილისის გარდა, ფიცის დადება ხუთ ადგილზე მოხდება: 175 რეკრუტი და წვევამდელი დადებს ფიცს ზუგდიდში, დადიანების სასახლეში, ასევე რაჭაში - მრავალძალის მონასტერში, ქართლში - კლდეში ნაკვეთ უძველეს ქალაქ უფლისციხეში, დუშეთში - ანანურის ციხის კომპლექსზე და ყვარელში - გრემის მონასტერში.

ცერემონიაში ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელ ორკესტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს თავდაცვის ძალების იმ ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ფიცს საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, სალომე ზურაბიშვილი ჩაიბარებს. ცერემონიალის ნაწილია საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვა, რომელსაც მოედანზე ეროვნული გვარდიის სარიტუალო ასეულის სამხედრო მოსამსახურეები შემოიტანენ. შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროს დაღუპულთა ხსოვნას.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი იქნება ქართულ შეიარაღებაში არსებული საქართველოსა და უცხოეთში წარმოებული სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა. თბილისის გარდა, სამხედრო ტექნიკა გამოფენილი იქნება თელავში, მარნეულში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, ახალქალაქში, ქუთაისში, ამბროლაურში, ოზურგეთში, ფოთსა და სენაკი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]