weather cur horoscope tv
სექტემბერი 21, 2020

ჩიჩხიტურის კოშკისა და აღდგომის ტაძრის მიმართულებით მსვლელობა გაიმართა

15:36 სამშაბათი, 28 მაისი 2019 hits 490
ფოტო © რადიო თავისუფლება ფოტო © რადიო თავისუფლება

სასულიერო პირებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და რიგითმა მოქალაქეებმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აქცია გამართეს. მათმა ნაწილმა საქართველოს დროშებით მსვლელობა ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით მოაწყო, ნაწილი კი აღდგომის ტაძართან მივიდა.

ჩიჩხიტურის კოშკისკენ მიმავალ გზაზე აქციის მონაწილეების უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ იქ ქართველ მესაზღვრეებთან ერთად აზერბაიჯანელი მესაზღვრეებიც იდგნენ. მათი თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის უფლება აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს არ აქვთ.

დავით გარეჯში იმყოფებოდა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილიც.

„მე საქართველოს შვილი ვარ და სადაც არის ქართველი ხალხი, იქ უნდა ვიყო. მართალია, მე ჩემი ბრძოლა და ტკივილი მაქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, ვიქნები იქ, სადაც ქართველი იქნება. დავით გარეჯი საფრთხის წინაშე არ იქნება, სანამ ასეთი ადამიანები არიან. ამ ადამიანებს არ უნდა უწევდეთ დავით გარეჯის დაცვა, ხელისუფლებამ ისინი ამ დღეში არ უნდა ჩაყაროს“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დავით გარეჯში აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 28 მაისს, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დავით გარეჯში ახალგაზრდები ღონისძიების გამართვას აპირებდნენ. ამას წინ უძღოდა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით გზის გაყვანის სამუშაოების წარმოება.

 

ამ თემაზე:

მზად ვარ გარეჯის თემაზე შუამავალი ვიყო და გადავწყვიტო ეს საკითხი – სააკაშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]