weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თბილისში ძლიერი სეტყვის გამო შენობები და გზები დაიტბორა

21:01 სამშაბათი, 28 მაისი 2019
ფოტო © Nugo Gvalia / Facebook ფოტო © Nugo Gvalia / Facebook

ძლიერი სეტყვისა და წვიმის გამო თბილისის რამდენიმე რაიონში შენობების სარდაფები, მიწისქვეშა გადასასვლელები და მეტროს ჩასასვლელები დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დახმარების თხოვნით მათ 80-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა, ყველაზე მეტი შეტყობინება კი ისანი-სამგორისა და გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიიდან იყო.

„შეტყობინებები ძირითადად, ეხებოდა სახლებში, შენობებში, ასევე, სარდაფებში წყლის ჩასვლას. ასევე, წყალი ჩავიდა მიწისქვეშა გადასასვლელებში და მეტროს ჩასასვლელებში. ამჟამად, სამაშველო ჯგუფი ყველგან, ყველა ლოკაციაზეა მობილიზებული და ამოტუმბვითი სამუშაოები გრძელდება. დაშავებული არავინაა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

უხვი ნალექის გამო პრობლემები შეიქმნა გზებზეც. საპატრულო პოლიციას დიღომი-გლდანის დამაკავშირებელი ხიდი გადაკეტილი ჰქონდა. ამ დროისთვის ხიდი გახსნილია. გადატვირთულ მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]