weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბათუმში მაღალჩინოსნები კაბინეტებიდან ერთდროულად აიყვანეს – აჭარის ტელევიზია

16:36 ხუთშაბათი, 30 მაისი 2019

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ორი მაღალჩინოსანი დააკავეს. არხის წყაროს ცნობით, ერთ-ერთი აჭარის განათლების მინისტრის პირველი მოადგილე და ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძეა.

ტელევიზიას საკუთარმა წყარომ აცნობა, რომ მანველიძე თანამშრომლების თვალწინ დააკავეს, რასაც განათლების სამინისტროში არ ადასტურებენ.

აჭარის ტელევიზიის ცნობით, სპეცოპერაცია ჩატარდა ბათუმის მერიაშიც, საიდანაც პოლიციამ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი და კიდევ 4 თანამშრომელი წაიყვანა.

აჭარის პროკურატურამ 17:00 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა, თუმცა ამ დროისთვის უცნობია, რის შესახებ გაკეთდება განცხადება.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]