weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ახალციხის ერთ-ერთ სკოლაში ბავშვებს ზეიმზე წითელი ყელსახვევები ეკეთათ

11:13 პარასკევი, 31 მაისი 2019
ფოტო © სამხრეთის კარიბჭე ფოტო © სამხრეთის კარიბჭე

ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში, „ანბანის გაცილების“ ღონისძიებაზე, პირველკლასელებს წითელი ყელსახვევები ეკეთათ. გამოცემა „სამხრეთის კარიბჭესთან“ კლასის დამრიგებელი და მშობლები აცხადებენ, რომ ბავშვებს საქართველოს დროშის ფერებში ეცვათ და „აზრადაც არ მოსვლიათ, ისინი პიონერივით გამოეწყოთ“.

კომუნისტურ სიმბოლიკასთან კავშირს უარყოფს სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძეც.

„პიონერი?! რატომ უნდა გახსენებოდათ პიონერები?! ფორმებს რაც შეეხება დროშის ფერებში იყვნენ გამოწყობილები. 26 მაისთან დაკაშირებით ღონისძიება ჩაატარეს. როგორც კაშნეს და ბენდენას მოიხვევდნენ ნამდვილად არ ვიცოდი, თუმცა თეთრი, შავი და წითელი რომ უნდა ცმოდათ ეს ვიცოდი“, – ამბობს ვარდიძე.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მოკვლევას ჩაატარებენ. ამასთან, სამინისტრო მოუწოდებს სკოლის ყველა დირექტორსა და პედაგოგს, ყურადღებით მოეკიდონ მსგავს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებს.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]