weather cur horoscope tv
იანვარი 19, 2020

საქართველოს პრეზიდენტი „წმინდა ნინოს გზის“ გასავლელად ემზადება

13:30 შაბათი, 01 ივნისი 2019 hits 530

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფოკაში, ფარავნის ტბასთან მდებარე წმინდა ნინოს დედათა მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგიას ესწრება და „წმინდა ნინოს გზის“ გასავლელად ემზადება.

Jnews-ის ინფორმაციით, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვაზე დასასწრებლად, ფოკაში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც ჩაფრინდა. უცნობია, პრეზიდენტის მსგავსად, ისიც აპირებს თუ არა „წმინდა ნინოს გზის“ გავლას.

სალომე ზურაბიშვილი ფოკაში გუშინ ჩავიდა. ის აპირებს, რომ მომლოცველებთან ერთად წმინდა ნინოს გზა გაიაროს. Jnews-ის ცნობით, ფარავანთან ბევრი ადამიანია შეკრებილი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, პირველ ივნისს, საქართველოს განმანათლებლის, წმინდა ნინოს ქვეყანაში შემოსვლის 1700 წლისთავს აღნიშნავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]