weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ვიცავთ ბალანსს გამოხატვის თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის – გახარია „თბილისი პრაიდზე“

11:58 ორშაბათი, 03 ივნისი 2019

„ჩვენ ვიცავთ ბალანსს გამოხატვის თავისუფლებასა და მოქალაქის უსაფრთხოებას შორის. ამ თემის წარმომადგენლებიც ჩვენი მოქალაქეები არიან“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით.

ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში გახარიამ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჩივილი საქართველოს მოქალაქის უფლებაა.

„რა თქმა უნდა, როგორც ვიცავთ გამოხატვის თავისუფლებას, ისე დავიცავთ ამ უფლებას. თუმცა, არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ შსს-ს ძირითადი ამოცანაა, იპოვოს ბალანსი გამოხატვის თავისუფლებას და უსაფრთხოებას შორის. ეს პირველ რიგში გამომდინარეობს თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვიდან. ეს არის ის ამოცანა, რომელსაც ვწყვეტთ. მე ამის იქით არ წავალ. ჩვენს განცხადებაში მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული ჩვენი პოზიცია“, - აღნიშნა გახარიამ.

ლგბტ თემის წარმომადგენლები თბილისში პრაიდის კვირეულის ჩატარებას 18-23 ივნისს გეგმავენ, რაც ორგანიზატორებმა ჯერ კიდევ თებერვალში დაანონსეს, ორი დღის წინ კი თქვეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ უსაფრთხოების დაცვის გარანტიას ვერ აძლევს და სთავაზობს, ღონისძიებების დახურულ სივრცეში, მაგალითად, კლუბში ან სტადიონზე გამართონ. ორგანიზატორების მტკიცებით, უკანონოდ ხდება მოქალაქეების საბაზისო, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა, რის გამოც სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.

შსს-ს განცხადებით, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს, სადაც „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების გეგმა წარადგინეს. უწყების ცბობით, ორგანიზატორებს განუმარტეს, რომ მათ მიერ დაგეგმილ ადგილებზე და ფორმატით ღონისძიებების ჩატარება, პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]