weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

გორის რაიონში რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას აგარაკი გაქურდეს

13:33 სამშაბათი, 04 ივნისი 2019

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას აგარაკი გაქურდეს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, მომხდარის შესახებ ტაბაღუებისთვის ცნობილი ორი დღის წინ გახდა, რის შემდეგაც, სამართალდამცველებს მიმართეს.

ადგილობრივების განცხადებით, აგარაკზე პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩაატარა. ასებული ინფორმაციით, აგარაკიდან წაღებულია ხელის ტრაქტორი, რამდენიმე ბოცა ღვინო და საყოფაცხოვრებო ნივთები.

„რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]