weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

თუშეთის გზაზე დამატებითი ტექნიკის მობილიზება დაიწყება

18:03 სამშაბათი, 04 ივნისი 2019
უწყებათაშორისი კომისია / ფოტო © საავტომობილო გზების დეპარტამენტი უწყებათაშორისი კომისია / ფოტო © საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე, სოფელ ხისოსთან მეწყრული მოვლენების შედეგად წარმოშობილ ტბასთან გზის აღსადგენად, დამატებითი ტექნიკის მობილიზება დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენლები არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. კომისიაში შედიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტები და საპროექტო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„გავეცანით ადგილზე არსებულ ვითარებას, 56-ე ილომეტრზე მდგომარეობა გაუმჯობესებულია და წყლის დონე შედარებით დაკლებულია. კომისიამ ასევე შეისწავლა სტიქიის გამომწვევი მიზეზები და თბილისში დაბრუნებისთანავე დაისახება კონკრეტული ღონისძიებები. დღეის მდგომარეობით, არსებული ბუნებრივი პირობები საშუალებას იძლევა 56-ე კილომეტრზე გზის აღსადგენად ტექნიკა დაემატოს, რაც პროცესს მნიშვნელოვნად დააჩქარებს“, – განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ.

დღეს, 4 ივნისს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის გახსნის მოთხოვნით თუშებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ხელისუფლებას სამდღიანი ვადა მისცეს იმისთვის, რომ სოფელ ხისოსთან დაგუბებული წყლის გაშვებაზე მუშაობა დაიწყოს და საავტომობილო გზა გაიხსნას. აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ შეასრულებს, გზის გაწმენდას საკუთარი ძალებით შეეცდებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]