weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

გორის სამხედრო ჰოსპიტალში 31 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

10:10 ოთხშაბათი, 05 ივნისი 2019
ფოტო © ია თინიკაშვილი / Facebook ფოტო © ია თინიკაშვილი / Facebook

გორის სამხედრო ჰოსპიტალში 31 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მისი ოჯახის წევრების თქმით, ექიმები მათ ეუბნებოდნენ, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არ იყო და თბილისში უნდა გადაეყვანათ. მათთვის გარდაცვალების მიზეზი გაუგებარია.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, სამხედრო ჰოსპიტალის ექიმმა, ნელი ჯავახიშვილმა გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, პაციენტი ჰოსპიტალში 2 ივნისს შეიყვანეს და მას მწვავე პნევმონია დაუდგინდა. ექიმის ინფორმაციით, პაციენტი თბილისში, ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში უნდა მოეთავსებინათ, თუმცა დადგა უეცარი სიკვდილი.

„წინასწარ ჩაუტარდა კვლევა და დაუდგინდა მწვავე პნევმონია. კერძოდ, მარჯვენა ფილტვის ზედა ნაწილის ტუბერკულომა. ამ კვლევის საფუძველზე თერაპიულ განყოფილებაშის ინტენსიურ ბლოკში მოთავსდა. მიმდინარე მკურნალობის ფონზე მდგომარეობა იყო სტაბილური. დღეს, 4 ივნისს, პაციენტმა ინტენსიური ბლოკის პალატაში გონი უეცრად დაკარგა. მაშინვე ბრიგადა გამოვიძახეთ. პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები აღმოჩნდა უშედეგო. 17:30 წუთზე დაფიქსირდა უეცარი სიკვდილი“, – განაცხადა ინფექციური განყოფილების ექიმმა ნელი ჯავახიშვილმა.

ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]