weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნას ეკიპაჟის 2 წევრი და სასტუმროს თანამშრომელი ემსხვერპლნენ

12:10 ხუთშაბათი, 06 ივნისი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყაზბეგში, სასტუმრო „რუმს ჰოტელ ყაზბეგის“ კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი: ეკიპაჟის წევრები და მათთან ერთად მყოფი სასტუმროს ერთი თანამშრომელი დაიღუპა.

ვერტმფრენი ე.წ. ყანების ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა.

შსს-ს განცხადებით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, პოლიციამ და ექსპერტ-კრმინალისტებმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

 ფოტო  © საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]