weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სასაზღვრო პოლიციის მფრინავები ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ

22:42 სამშაბათი, 11 ივლისი 2017

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩხოროწყუში, სტიქიის ზონაში მაღალი პროფესიონალიზმით ჩატარებული ურთულესი სამაშველო ოპერაციისთვის სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს ღირსების ორდენები გადასცა. ორდენით დაჯილდოვდნენ ეკიპაჟის მეთაური, ბესიკ გაბიანი და ეკიპაჟის წევრები ბესიკ ბაკურიძე, შალვა შალიბაშვილი და დიმიტრი ქააძე.

გიორგი კვირიკაშვილმა მაშველებს, მფრინავებსა და მეხანძრეებს მადლობა გადაუხადა უდიდესი გმირობისთვის, რომელსაც მისი თქმით, ყოველდღიურ საქმიანობაში ავლენენ.

"სულ რამდენიმე დღის წინ მთელმა ქვეყანამ იხილა თქვენი გმირობა და ყველა სუნთქვაშეკრული უყურებდა იმ მართლაც ძალიან სულისშემძვრელ, მაგრამ ამავე დროს საამაყო კადრებს, როდესაც მფრინავებმა, მაშველებთან ერთად, გადაარჩინეთ ადამიანების სიცოცხლე თქვენი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად. ასევე მთელმა ქვეყანამ ნახა, როდესაც სტიქიური უბედურების, შტორმის, წყალდიდობის თუ ხანძრის დროს, თქვენ, ჩვენმა მაშველებმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეთ და ეს ყველაფერი მოხდა ამ ბოლო მოკლე პერიოდში. ჩვენ ნამდვილად ვამაყობთ თითოეული თქვენგანით და უდიდეს მადლობას გიხდით მთელს ჩვენს საზოგადოებასთან",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისა და გამოჩენილი მამაცობისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს 23 თანამშრომელი დაჯილდოვდა. სასაზღვრო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და 112-ის 17 თანამშრომელს შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროს მედალი - „მამაცობისთვის", ხოლო ორს - მადლობის სიგელი გადასცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]