weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ლახამულაში მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის შედეგები შეაჯამეს

11:38 ხუთშაბათი, 06 ივნისი 2019

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულაში მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის შედეგები და შესრულებული სამუშაოები შეაჯამეს. საპილოტო პროექტის წარმომადგენლებმა მოსახლეობას შეხვედრაზე საპილოტო არეალზე განხორციელებული აქტივობები გააცნეს და სტატისტიკური მონაცემები განიხილეს. მათ ადგილობრივების კითხვებსაც უპასუხეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს. 

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში, სოფელ ლახამულას საპილოტო არეალზე 722 მიწის ნაკვეთია იდენტიფიცირებული, რომელთაგან უკვე რეგისტრირებულია 450. 

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ლახამულა ერთ-ერთია იმ 12დასახლებიდან, რომლებშიც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიმდინარეობს.

საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებზე სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში, საპილოტო არეალებზე სრულად აიზომება დადარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწისნაკვეთები; შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა; მესაკუთრები,რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის თუ სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ, ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშეშეძლებენ; ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება.

[R] საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]