weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კასპში კაცი მოკლეს, მისი მეუღლე კი დაჭრეს

13:27 პარასკევი, 07 ივნისი 2019

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შუახნის კაცი მოკლეს, მისი მეუღლე კი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია და მის დასაკავებლად ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ცოლ-ქმარს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი სავარაუდოდ მეზობლებს შორის კონფლიქტი გახდა. ამ დროისთვის დაჭრილი ქალი საავადმყოფოშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]