weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2024

ახალქალაქის სოფელ ჩუნჩხაში ახალი სკოლა აშენდება

12:11 შაბათი, 08 ივნისი 2019
ფოტო © SKnews.ge ფოტო © SKnews.ge

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხაში, სადაც სკოლა სამი წლის წინ დაიწვა, ახალი, 90 მოსწავლეზე გათვლილი სასწავლო დაწესებულება აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

სკოლის ასაშენებლად ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, საჯარო სკოლის შენობა გათვლილი უნდა იყოს 90 მოსწავლეზე და უნდა მოიცავდეს შემდეგ სივრცეებს: 9 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია; დირექტორის კაბინეტი, კანცელარია, ბუღალტერია-არქივით; სამასწავლებლო; სასწავლო ნაწილის ოთახი; ბიბლიოთეკა წიგნ-საცავით; ექიმის კაბინეტი; მანდატურის/დაცვის ოთახი; სანიტარული კვანძის ბლოკები მოსწავლეებისათვის, ადმინისტრაციისათვის და შ.შ.მ პირებისათვის; კვების ბლოკი-ბუფეტი; დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით; ფოიე გარდერობით, დერეფანი; ღია ხელოვნურ საფარიანი კომბინირებული სპორტული მოედანი.

სკოლის მშენებლობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 905 230 ლარი დაიხარჯება.

სოფელ ჩუნჩხაში სკოლის შენობა 2016 წლის პირველ ნოემბერს დაიწვა. ცეცხლი მაშინ გაჩნდა, როდესაც საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობდა. ადგილობრივებმა შენობიდან მოსწავლეების და მასწავლებლების გამოყვანა დროულად შეძლეს. ჩუნჩხელი მოსწავლეები ამ დრომდე სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში სწავლობენ.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]