weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სვანეთში მდინარეში გადავარდნილი მანქანა იპოვეს, მაგრამ ვერ ამოაქვთ

16:22 კვირა, 09 ივნისი 2019

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში, მდინარე დოლრაში გადავარდნილი ავტომობილი რამდენიმე საათის წინ იპოვეს, მაგრამ წყლიდან მის ამოყვანას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. მაშველებმა ჯერ არ იციან, 23 და 24 წლის ახალგაზრდები, ამირან გვიდანი და ვაჟიკო ჟორჟოლიანი, რომლებსაც 8 ივნისის დილიდან ეძებენ, მანქანაში არიან თუ არა.

როგორც „მთის ამბებს“ მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა უთხრა, ძლიერი წვიმისა და თოვლის დნობის შედეგად ადიდებულ მდინარეში ტექნიკა ვერ შევიდა, რის შემდეგაც ადგილზე ამწე მიიყვანეს. მაშველები მდინარეში თოკებით ჩავიდნენ და ცდილობენ, ავტომობილი წყლიდან ამწეს მეშვეობით ამოიყვანონ, თუმცა მანქანისთვის თოკების მობმა უჭირთ. წყალი მანქანას მთლიანად ფარავს.

წინასწარი ინფორმაციით, ბეჩოს ხეობიდან მომავალი ავტომობილი, რომელშიც ორი მულახელი ახალგაზრდა იჯდა, 7 ივნისს, ღამით, სოფელ ბეჩოში ხიდიდან მდინარეში გადავარდა. ხიდის გარღვეული მოაჯირი ადგილობრივებმა 8 ივნისს, დილით ნახეს და ძებნაც ამის შემდეგ დაიწყო. სამძებრო სამუშაოები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობაც იყო ჩართული. გუშინ მანქანის სანომრე ნიშანი და ბამპერი იპოვეს, დღეს კი ავტომობილი ხიდიდან დაახლოებით 80 მეტრში ნახეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]