weather cur horoscope tv
ოქტომბერი 25, 2024

შატილთან დამაკავშირებელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

15:31 ოთხშაბათი, 12 ივლისი 2017

ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ 75-კმ100 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებული მდინარე არღუნი კალაპოტიდან გადმოვიდა და დახლოებით 400 მეტრი სიგრძის გზა წაიღო. ამ მონაკვეთის გარდა გზა კიდევ რამდენიმე ადგილზეა დაზიანებული და შევიწროვებული.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, გზის სავალი ნაწილის გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა მისი აღდგენის ზუსტი თარიღი უცნობია.

ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 7 ივლისიდან აკრძალულია. გზის დაზიანების გამო ხევსურეთში უცხოელი და ქართველი ტურისტები იყვნენ ჩარჩენილები. ისინი შატილიდან ბარში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით გადმოიყვანეს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

კვირის პოპულარული

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]