weather cur horoscope tv
ოქტომბერი 25, 2024

ახალციხის პოლიციის შენობაში დანით შეიარაღებული კაცი შეიჭრა

22:35 ორშაბათი, 10 ივნისი 2019

ახალციხეში, საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, დანით შეიარაღებული 25 წლის კაცი შეიჭრა და სამართალდამცავებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

შსს-ის ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა და ახალგაზრდა კაცმა იარაღი პოლიციელების მოთხოვნისთანავე დააგდო. ის სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დააკავეს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

გამოცემა „სამხრეთის კარიბჭესთან“ ინტერვიუში ბრალდებულის დედამ განაცხადა, რომ მისი შვილის ასეთი საქციელი პოლიციისგან მიღებულ მესიჯს მოჰყვა.

„გვიან ღამით ჩემს ტელეფონზე მოვიდა ჯარიმის მესიჯი პოლიციისგან. ასე გვიან რომ ვიღაცამ მომწერა და რომ დაინახა, ეს პოლიცია იყო, აღელდა – მომეცი ერთი ტელეფონი, ვინ გაწუხებსო. ნასვამი იყო. არ ვიცი, ასე დაბინდული გონებით რა იფიქრა და ამ ამბავს ეს ყველაფერი მოჰყვა“, – ამბობს 25 წლის ახალგაზრდის დედა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელა. მას 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა.

„პროკურატურა ითხოვდა პატიმრობას, რაც ვერ დაასაბუთეს. დაკავებულს დახასიათება ჰქონდა სამუშაო ადგილიდან, რომ წესიერი ადამიანია. მას დადებითად ახასიათებენ მეზობლები, ასევე – მისი ჯგუფელები. იგი ფეხბურთის გუნდში თამაშობს და უნივერსიტეტშიც სწავლობს. ამ პიროვნებისგან ახალი დანაშაულის ჩადენა, მიმალვა ან მოწმეზე ზეწოლა გამორიცხულია. ამიტომ მოსამართლემ გირაო შეუფარდა“, – უთხრა ადვოკატმა „სამხრეთის კარიბჭეს“.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. 

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

კვირის პოპულარული

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]