weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

გორში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 5 დაშავდა

21:15 ხუთშაბათი, 13 ივნისი 2019

გორი-ტყვიავის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, დაშავებულებს შორის ორსული ქალი და მისი ორი წლის შვილია.

Qartli.ge-ს ინფორმაციით, საავადმყოფოში განაცხადეს, რომ ქალსა და ბავშვს ამბულატორიული დახმარება გაეწიათ და ბინაზე გაეწერნენ. სტაბილურია 14 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი კი რეანიმაციაში მოათავსეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ქიწნისის გადასახვევთან დაახლოებით, 17:00 საათზე მოხდა. ერთმანეთს მინივენი და „ბე ემ ვეს“ მარკის ავტომობილები შეეჯხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]