ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე, მეწყრის შედეგად წარმოქმნილ ტბასთან, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა, რამაც მდინარე კვლავ დააგუბა. ადიდებულმა წყალმა კი გზის სავალი ნაწილი წაიღო.
„ფშაველი–აბანო–ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის აღდგენა“, – აღნიშნეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
თუშეთის გზა მაღალი გამავლობის მანქანებისთვის 10 ივნისს გაიხსნა.
ამ თემაზე:
ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა