weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ახალციხის ერთ-ერთ სოფელში კაცმა მეზობლები ნაჯახით დაჭრა

17:48 პარასკევი, 14 ივნისი 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდაში კაცმა ორი მეზობელი ნაჯახით დაჭრა. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც კატასტროფის ბრიგადამ ადგილობრივი საავადმყოფოდან თბილისში გადაიყვანა.

ადგილობრივების თქმით, ერთს ჭრილობა ზურგში, მეორეს კი თავში აქვს.

„ეს ბიჭი, რომელმაც ნაჯახი ჩაარტყა დაშავებულებთან მისულა კარტოფილის სათხოვნელად. არვიცი რა მოხდა, მაგრამ აუღია ნაჯახი და ერთისთვის თავი გადაუხლეჩია, მეორესთვის ზურგში ჩაურტყამს“, – უთხრეს „სამხრეთის კარიბჭეს“ ადგილობრივებმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 42 წლის თ.ი. დააკავეს.

„ბრალდებულმა თანასოფლელებს 1963 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს და 1955 წელს დაბადებულ რ.ბ.-ს თავის არეში ბასრი საგნით ჭრილობები მიაყენა“, – აცხადებენ შსს-ში.

საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]