weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თეთნულდზე მყოფი ტურისტი სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა

17:26 ორშაბათი, 17 ივნისი 2019

სვანეთში, თეთნულდის მთაზე სლოვაკეთის მოქალაქე დაიღუპა. 50 წლამდე კაცის ცხედარი მაშველებმა მთის ფერდობზე იპოვეს და მესტიაში გადაასვენეს. გარდაცვალებამდე ის მთაზე ტურისტების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ თეთნულდზე ტურისტის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 112-ში შევიდა, რის შემდეგაც ადგილზე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით სწრაფი რეაგირების მაშველები გავიდნენ.

„საძიებო სამუშაოების შემდეგ გარდაცვლილი ტურისტი მთის ფერდობზე იპოვეს. დანარჩენმა ტურისტებმა მაშველების დახმარებაზე უარი თქვეს და მესტიისკენ გზა ფეხით გააგრძელეს. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]