weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ანაკლიაში 26 წლის მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო

16:12 ხუთშაბათი, 13 ივლისი 2017

ანაკლიაში, 26 წლის მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ახალგაზრდა წყალში შესვლის დროს სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იყო.

ადგილობრივების თქმით, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე მამაკაცი თანხმლებ პირებთან ერთად სანაპიროზე სვამდა და ზღვაში დაახლოებით ღამის 12 საათზე შევიდა. მეგობრებმა ის წასვლის წინ მოიკითხეს და აღმოაჩინეს, რომ წყლიდან გამოსული არ იყო. მომხდარის შესახებ მათ სამაშველო სამსახურს შეატყობინეს.

პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ საზღვაო სეზონის განმავლობაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე სულ 135 მაშველია მობილიზებული. სანაპიროზე ისინი გათენებიდან დაღამებამდე მუშაობენ. ხოლო ღამით, როდესაც მხედველობის არეალი შეზღუდულია, რეაგირება 112-ზე შესული ზარების საფუძველზე ხდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]