weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

ცოტა ნაწყენი ვარ, რომ დაკითხვაზე მე არ დამიბარეს – ლევან ვასაძე

15:55 სამშაბათი, 18 ივნისი 2019

ბიზნესმენ ლევან ვასაძის თქმით, ნაწყენია, რომ „სახალხო რაზმების“ შექმნასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ დაიბარეს.

„დაწყებულია მასიური დაკითხვების პროცესი. ჩვენ ამის გამო ვწუხვართ, მაგრამ არ გავურბივართ თანამშრომლობას სახელმწიფოსთან. გუშინ დაბარებული იყო 28 თუ 30 კაცი. გვესმის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდბულია, რადგან საქმე აღიძრა, გამოძიება ჩაატაროს. არაფერი დასამალი არ გვაქვს.

ცოტა ნაწყენი ვარ, რომ მე არ დამიბარეს. ყველა დაიბარეს ჩემს გარდა. რა დავაშავე ამისთანა? მე არ ვთქვი, კაცო, რაც ითქვა? დამიძახეთ მეც და მოგცემთ ჩვნებას“, – განაცხადა ვასაძემ.

16 ივნისს, ვერის პარკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ლევან ვასაძემ „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ჩასაშლელად გეგმა წარადგინა და სახალხო რაზმების შექმნისა და პატრულირების შესახებ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, საპატრულო რაზმების მოხალისეები ქამრებით შეუკრავენ ხელს უმცირესობათა წარმომადგენლებს და გაიყვანენ ტერიტორიიდან. ვასაძემ პოლიციელებიც გააფრთხილა. მისი თქმით, თუ სამართალდამცველები „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს „ცემა-ტყეპას დაუწყებენ“, კომბალი მოხვდებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვასაძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უკანონო ფორმირების შექმნას, ხელმძღვანელობას და მასში გაწევრიანებას გულისხმობს. ამის შემდეგ ვასაძემ განაცხადა, რომ პატრულირებას აუქმებენ, თუმცა მზადყოფნის რეჟიმში რჩებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]