weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ლომისობასთან დაკავშირებით მლეთაში სამართალდამცავები არიან მობილიზებული

10:12 ოთხშაბათი, 19 ივნისი 2019

ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში სამართალდამცავები არიან მობილიზებული. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, მოძრაობის უსაფრთხოების და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს დაარეგულირებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტურისტულ სააგენტოებს მოუწოდებს, რომ 19 ივნისს, 08:00 საათიდან 18:00 საათამდე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 75-ე კილომეტრიდან 82-ე კილომეტრამდე (სოფელი მლეთა) გადატვირთული მოძრაობის და ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოერიდონ 30-ადგილიანი და მეტი ტევადობის ავტობუსებით ყაზბეგის მიმართულებით გადაადგილებას.

ლომისობა აღდგომიდან მეშვიდე კვირას აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით მლეთაში მორწმუნეები მთელი საქართველოდან ჩადიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]