weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბორჯომში ავტოავარიას ქვეითად მოსიარულე ქალი ემსხვერპლა, მისი 2 შვილიშვილი კი დაშავდა

14:22 ოთხშაბათი, 19 ივნისი 2019

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა, რის შედეგადაც 75 წლის ქალი და მისი ორი შვილიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიღებული დაზიანებების შედეგად ბებია გარდაიცვალა.

ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი მესხეთის თეატრის მსახიობი გალინა ხვიჩიაა. ის, შვილიშვილებთან ერთად, ბორჯომში დასასვენებლად იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]