weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„რუსთაველის“ მეტროში ბიჭებს სავარაუდოდ საყურისა და ვარცხნილობის გამო სცემეს

10:35 ხუთშაბათი, 20 ივნისი 2019

თბილისში, „რუსთაველის“ მეტროში ორ ახალგაზრდა კაცს ფიზიკურად სავარაუდოდ იმის გამო გაუსწორდნენ, რომ საყურე ეკეთათ. პირველი არხის ინფორმაციით, ინციდენტს მათი ჟურნალისტი თეონა მანაგაძე შეესწრო, რომელმაც დაპირისპირება ტელეფონით გადაიღო.

„საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება“, – პირველი არხის ინფორმაციით, ამ სიტყვებით მიმართავდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც სავარაუდოდ მუსიკოსები იყვნენ.

მეტროს თანამშრომელმა დანი ტატუნაშვილმა პირველ არხს უთხრა, რომ „ჩვეულებრივ ბიჭებს წვერებიანი და კიკინებიანი ბიჭი“ არ მოეწონათ.

„მოდიოდნენ ესკალატორზე ხმაურით. რომ გადმოვიდნენ, დაახლოებით ექვსი ბიჭი დაელოდა სხვებს და შემდეგ დაუწყეს ცემა ახალგაზრდებს, იქვე, ესკალატორთან. ერთი ცუდად გახდა, მე პატრულსაც დავურეკე. შემდეგ ის პირები გაიქცნენ. დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა ჩხუბი. პატრულმა შეიყვანა ყველა. დაშავებული იყო წვერიანი მამაკაცი, რომელიც დავარდა, გული წაუვიდა და ასულიერებდნენ. მერე გონებაზე მოიყვანეს და წავიდა. ბიჭებმა წაიყვანეს.

ჩვეულებრივ ბიჭებს ეს წვერებიანი და კიკინებიანი ბიჭი არ მოეწონათ და ალბათ, მაგიტომ იჩხუბეს.

ათნი იქნებოდნენ სულ. ესკალატორიდან რომ ამოვიდნენ, მაშინვე ატყდა ჩხუბი. ორივე მხრიდან ბევრნი იყვნენ. თვითონ ბიჭებმა გააშველეს ჯერ ერთმანეთი და მერე პატრულმა გააშველა“, – განაცხადა თვითმხილველმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით (ხულიგნობა) და 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი ძალადობა) მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]