weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მოვძებნი და თავისას მიიღებს – მთავარეპისკოპოსი იაკობი სპეცრაზმელზე

10:52 შაბათი, 22 ივნისი 2019

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი აცხადებს, რომ აპირებს იმ სპეცრაზმელს, რომელიც 20 ივნისის აქციაზე ტყვიებს დამიზნებით ისროდა, პასუხი აგებინოს. პატრიარქის ქორეპისკოპოსის თქმით, „სჯობს თავად დაისაჯოს და სპეცრაზმელმა თავისი მიიღოს“.

ამის შესახებ სასულიერო პირმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ისაუბრა.

„ის ადამიანი უნდა გადმოგვცენ ქართველებს, რომელიც ჟინით ესროდა. რაც დაფიქსირებულია. თავისიანმაც აუკრა, თუ გახსოვთ. არ შეიძლება სახელმწიფომ ის ადამიანი დაიცვას. მე როგორც ვიცი, ის ადამიანი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც სპეცდანიშნულების რაზმის წევრი, დიდი გადაცდომა მოუვიდა და ჩვენს პერიოდში, 1-ლი ოქტომბრის შემდეგ აღადგინეს და კი ვნახეთ, ისე ისროდა, თითქოს ირმებს ესროდა. ეს არ უნდა შერჩეს არავის. ეს არ არის არც მინისტრის, არც ვიღაცის დანაშაული. ყველგან არიან მანიაკები საერთოდ. მე მაგას მანიაკად მოვიხსენიებ. მოვძებნი და ვნახავ მაგას, თავისას მიიღებს. ვერ უშველის ის, რომ რაღაც სტრუქტურაშია გაწევრიანებული. მიპოვნიან და მომიყვანენ. თვალგამოთხრილი გოგო რასაც იტყვის, იმას მიიღებს თავიდან ბოლომდე. აცდეს სამართლებრივ ჩარჩოებს. სიტკბოებით ისროდა მაგ იარაღს. ბევრისგან ვიცი, რომ სამივეს მაგან წაართვა თვალის ჩინი. შეიძლება ეგ მსახურებდეს?“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე განცხადებით, ესმის ახალგაზრდების პროტესტი და არც პოლიციას ამტყუვნებს, თუმცა ვერასოდეს გაიგებს, რატომ ესროლეს მომიტინგეებს რეზინისა და კაუჩუკის ტყვიები.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 20 ივნისის საპროტესტო აქციიდან საავადმყოფოებში 240 ადამიანი გადაიყვანეს, აქედან 80 სამართალდამცველი იყო.

აქციის დაშლის დროს გადაღებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ სპეცრაზმელები მოქალაქეებს რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდნენ. ორ დაშავებულ მოქალაქეს ტყვია თვალში აქვს მოხვედრილი. როგორც „რეგიონული ჰოსპიტალის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი ნიორაძემ განაცხადა, ორივე პაციენტს თვალზე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა და ორივე შემთხვევაში თვალის შენარჩუნება მოხერხდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]