weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

დემეტრე ნაყოფია, რომელსაც რეზინის ტყვია თვალში მოარტყეს, სინათლეს ხედავს

14:24 შაბათი, 22 ივნისი 2019

დემეტრე ნაყოფია, რომელსაც 20 ივნისის აქციის დარბევისას სპეცრაზმელმა რეზინის ტყვია თვალში მოარტყა, სინათლეს ხედავს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები და ახლობლები ავრცელებენ.

 

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 20 ივნისის საპროტესტო აქციიდან საავადმყოფოებში 240 ადამიანი გადაიყვანეს, აქედან 80 სამართალდამცველი იყო.

აქციის დაშლის დროს გადაღებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ სპეცრაზმელები მოქალაქეებს რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდნენ. ორ დაშავებულ მოქალაქეს ტყვია თვალში აქვს მოხვედრილი. როგორც „რეგიონული ჰოსპიტალის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი ნიორაძემ განაცხადა, ორივე პაციენტს თვალზე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა და ორივე შემთხვევაში თვალის შენარჩუნება მოხერხდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]