weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ქუთაისში, ბინაში აფეთქებისას დაშავებული 33 წლის ქალი გარდაიცვალა

13:29 კვირა, 23 ივნისი 2019

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე ბინაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ქალი დღეს დილით დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. „ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, მძიმეა კიდევ ერთი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ამ დროისთვის ქუთაისის დამწვრობის ცენტრში ორი დაშავებული რჩება.

18 ივნისს, ავტომშენებლის N14-ში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109- მუხლებით დაიწყო, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ბინაში ბუნებრივი აირი არ დაგროვებულა და ხანძარი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მიზანმიმართულად გააჩინეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]