weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

პეტიცია, რომლითაც გახარიას თანამდებობაზე დარჩენას ითხოვდნენ, წაშალეს

10:52 ორშაბათი, 24 ივნისი 2019

ვებგვერდ Manifest.ge-ზე აღარ იძებნება ელექტრონული პეტიცია, რომლის ხელმომწერები ითხოვდნენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა არ დატოვოს. პეტიცია 20 ივნისიდან პარლამენტთან დაწყებული საპროტესტო გამოსვლების საპირწონედ შეიქმნა, ვინაიდან დემონსტრანტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, სწორედ გახარიას გადადგომაა.

პეტიციის ავტორი თორნიკე სვანიძე იყო. ის წერდა, რომ 2017 წლიდან გიორგი გახარიამ „დაამტკიცა მისი პატრიოტიზმი და ქვეყნის ერთგულება, მისი ძლიერი პოლიტიკური ფიგურის მიხედვით ადვილად შეიძლება ვიმსჯელოთ თუ რაოდენ კარგად შეუძლია მართოს მან პოლიტიკური კრიზისები და ქვეყანაში არსებული არეულობა და ოპოზიციური პარტიების თუ სხვა გარე მტრის მიერ მართული სცენები“.

„ზუსტად ასეთი ძლიერი პიროვნების გადაყენებას ითხოვს დღეს ოპოზიციური პარტია, შეიძლება ითქვას, რომ ბევრი მსურველი არ ყავს მის გადაყენებას, მაგრამ პეტიციის შემქმნელების მიზანია დაანახოს საზოგადოებას, რომ მისნაირი ძლიერი პოლიტიკური ფიგურა საჭიროა დღეს საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი ძალოვანი სტრუქტურის პირველი პირი იყოს“, – წერდა ავტორი.

სოციალურ ქსელში პეტიცია ჰეშთეგით #გახარიაჩვენიმინისტრია ვრცელდებოდა. გუშინ მას 3 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]