weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ტრაპზონთან ავტოავარიის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა, ერთი დაშავდა

12:00 ოთხშაბათი, 26 ივნისი 2019

თურქეთში, ტრაპიზონთან ახლოს, ავტობანის ფაზარის მონაკვეთზე ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა, ერთი კი რიზეს საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულები ხულოს მკვიდრები არიან. ისინი თურქეთში, სავარაუდოდ, სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდნენ და 26 ივნისს, გვიან ღამით სახლში ბრუნდებოდნენ.

დაღუპული და დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან. ამ დროისთვის ცხედრების გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურები მიმდინარეობს.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]