weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

აქციის დაშლის დროს დაშავებულების საზღვარგარეთ მკურნალობას ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს

18:09 ოთხშაბათი, 26 ივნისი 2019

20 ივნისის აქციის დაშლის დროს დაშავებულების საზღვარგარეთ მკურნალობას ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გუშინ ერთ-ერთის გამგზავრება მოხდა მიუნჰენის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ასევე დღეს გაემგზავრა ორი პოლიციელი თურქეთში. დღეს ღამით იგეგმება კიდევ ერთი პაციენტის გამგზავრება რეაბილიტაციისთვის ისრაელში. ვადასტურებ, რომ ფონდმა „ქართუმ“ გამოხატა მზაობა დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომ დანახარჯი სრულად აანაზღაუროს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე ინფორმაციით, რეგიონულ ჰოსპიტალში სამი პაციენტი რჩება, მათ შორის ერთი დღის ბოლომდე პალატაში გადავა. ორი პაციენტი კი, მართვით სუნთქვაზეა.

„ერთთან გვაქვს საგრძნობი გაუმჯობესება. პაციენტი კონტაქტურია და ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება, რომ აპარატიდან მოიხსნას. მეორე პაციენტთან სტაბილური დინამიკა გვაქვს. სავარაუდოდ, ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდება რეაბილიტაციისთვის. დღეის მდგომარეობით, მთლიანად კლინიკებში რჩება 10 პაციენტი“, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]