weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2024

შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან ოთხი ახალგაზრდა შიმშილობს

12:05 ხუთშაბათი, 27 ივნისი 2019
ფოტო © lasha adamia ფოტო © lasha adamia

შეკვეთილში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გაშლილ კარავში ოთხი ახალგაზრდა მესამე დღეა შიმშილობს. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ და აცხადებენ, რომ პროტესტი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

გუშინ, ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შიმშილობის პარალელურად, შეკვეთილში ოპოზიციის მხარდამჭერების საპროტესტო აქციებიც იმართება.

„ჩვენ ვუერთდებით თბილისის აქციას. ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა, იმ სისხლიანი ღამისთვის გადადგეს გიორგი გახარია. აგოს პასუხი იმ ახალგაზრდების წინაშე, რომლებიც დაასახიჩრეს“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ანზორ გუბაევი.

თბილისში საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისიდან დაიწყო, რასაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის ფარგლებში, რუსი დეპუტატების საქართველოში ჩამოსვლა უსწრებდა წინ. ერთ-ერთმა მათგანმა, სერგეი გავრილოვმა, რომელიც ასამბლეის პრეზიდენტია, საქართველოს პარლამენტში თავმჯდომარის ადგილი დაიკავა და სხდომა ასე გახსნა. „ქართულმა ოცნებამ“ განმარტა, რომ გავრილოვის გამოჩენა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე შეუთანხმებელი იყო. მათივე განცხადებით, ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რუსული დელეგაციის მიერ საქართველოს დატოვების თაობაზე.

საპროტესტო გამოსვლების შედეგად თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, „ქართულმა ოცნებამ“ კი განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]