weather cur horoscope tv
მარტი 02, 2021

რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკა გვაქვს, რომელიც საბჭოთა სამართლის მემკვიდრეა – მოსამართლე

13:39 პარასკევი, 28 ივნისი 2019 hits 612

„ჩვენ, რეალურად, რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკა გვაქვს, რომელიც საბჭოთა სამართლის მემკვიდრეა“, – ასე გამოეხმაურა გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიშვილი სოციალურ ქსელში, „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც ის საპოლიციო სისტემის დეცენტრალიზაციის აუცილებლობაზე წერს.

მოსამართლის აზრით, მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში, მუხლების თითქმის ნახევარი არც უნდა იყოს დანაშაული.

„საბჭოთა სისხლის სამართლის პოლიტიკის მთავარი მიზანი იყო რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მართლმსაჯულებასთან პრობლემა  შექმნოდა, რის შემდეგაც ადვილდებოდა მათით მანიპულაცია“, – აღნიშნავს დავით ნარიმანიშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]