weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ფრანგ და ქართველ მედიკოსთა მე-8 კონფერენცია

10:10 შაბათი, 29 ივნისი 2019

29 ივნისს, 09:00 საათიდან ყვარლის სასტუმრო კომპლექს „ყვარელი ედემში“ მიმდინარეობს ფრანგ და ქართველ მედიკოსთა მე-8 კონფერენცია თემაზე: ტუბერკულოზის მართვის თანამედროვე მიდგომები და პრინციპები.

მომხსენებლები იქნებიან: საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე ირმა ხონელიძე, საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა ავალიანი, მისი მოადგილე ნანა ქირია; საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ტუბერკულოზის პროგრამის მართვისა და კონტროლის სამსახურის უფროსი მარინა ჯანჯღავა; აგრეთვე საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები რუსუდან ასპინძელაშვილი და ინგა ქინქლაძე; ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთი-იონის ტუბერკულოზის განყოფილების მმართველი გულნარა გონაშვილი; საფრანგეთის პარიზის „კოშენ ჰოტელ დიუს ჰოსპიტალის“ ექიმი ფილიპ მორანი და პროფესორი დიმინიკ სალმონი; საფრანგეთის „ესპას სანტე ბლუას“ ექიმი ამად ჯიბაუი.

კონფერენცია მიზნად ისახავს ქართველი და ფრანგი ჯანდაცვის პროფესიონალების შეხვედრას, ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის განვითარების ხელშეწყობას.

 

ქართულ-ფრანგული სამედიცინო ცენტრი „კახეთი-იონი“, ფრანგი ექიმების, „საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა“ და ორგანიზაცია „ექიმი-ბიოლოგები საზღვრებს გარეშე“-ს მხარდაჭერით განხორციელდა.

დღეს დღეისობით,  სამედიცინო ცენტრში ფუნქციონირებს ჰემოდიალიზის ცენტრი, ონკოლოგია-ქიმიოთერაპიისა და  ტუბერკულოზის   განყოფილება ისევე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. 

ცენტრის წლევანდელი ძირითადი მიმართულება კი სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაა საფრანგეთსა და საქართველში.

[R] "სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონის“ ინფორმაცია   
 
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]