weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მშვიდობა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის, აუცილებელია ქვეყნისთვის – ილია მეორე

14:48 კვირა, 30 ივნისი 2019

სიმშვიდე თუ არ იქნება, ვერაფერს მიაღწევს ადამიანი, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ხსენება ათონის მამების. იცით არის ქართული მონასტერი - ივერონი და შევთხოვთ წმინდა მამებს, რომ დაამშვიდოს საქართველო და მთელი მსოფლიო. ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა ადამიანები არ არიან კმაყოფილი არსებული მდგომარეობით. თხოულობენ ახალ პირობებს და ეს პირობები არც ისე ადვილია მოიპოვო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ სიმშვიდე, მშვიდობა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის, აუცილებელია ქვეყნისთვის. სიმშვიდე თუ არ იქნება, ვერაფერს მიაღწევს ადამიანი. ეს სიმშვიდე მოგცეთ ღმერთმა თქვენ და მთელ საქართველოს“, – თქვა პატრიარქმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]