weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მოსახლეობის პროტესტის გამო თბილისი-რუსთავის ავტობანი ფონიჭალაში აღარ გაივლის

15:49 კვირა, 30 ივნისი 2019

თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 6.8-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელსაც ფონიჭალაში უნდა გაევლო, აღარ აშენდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში „ინფო რუსთავს განუცხადეს, რომ რამდენიმე თვის წინ შეჩერებული სამუშაოების განახლება აღარ იგეგმება.

ფონიჭალაში, გზის პირას არსებული კორპუსებში მცხოვრები მოქალაქეები ავტობანის მშენებლობას იმ მოტივით აპროტესტებდნენ, რომ მათ ისედაც ავარიულ სახლებს, ავტომაგისტრალი კიდევ უფრო დააზიანებდა. ადგილობრივები, გზის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, საპროტესტო აქციებს პერიოდულად მართავდნენ.

როგორც „ინფო რუსთავს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, კორპუსების მაცხოვრებლები კომპენსაციის სახით დიდი ოდენობით თანხას ითხოვდნენ, კერძოდ 1კვ.მ-ზე 1000 დოლარს, რაც სამინისტროს განცხადებით, არაგონივრულია და მისი გადახდა შეუძლებელია.

მხარეები შეთანხმებამდე ვერ მივიდნენ. შესაბამისად, რუსთავიდან ჩქაროსნული ავტომაგისტრალით მხოლოდ ფონიჭალამდე მისვლა იქნება შესაძლებელი.

თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი 17.4-კილომეტრიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. პროექტის დასრულების შემდეგ თბილისიდან რუსთავამდე გზის გავლა 15 წუთში უნდა ყოფილიყო შესაძლებელი.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის მეორე მონაკვეთი ფონიჭალის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიას მოიცავდა. მისი საორიენტაცი სიგრძე 6.8 კილომეტრი იყო. ამ მონაკვეთზე იგეგმებოდა მდინარე მტკვრის გასწვრივ ახალი, დაახლოებით 2 კილომეტრი სიგრძის ურბანული ტიპის შემოვლითი გზის მშენებლობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]