weather cur horoscope tv
მაისი 07, 2024

თბილისში, საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად, დამატებითი ტრანსპორტი დაინიშნა

17:10 კვირა, 30 ივნისი 2019

ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, პირველ ივლისს იწყება. მთელი საქართველოს მასშტაბით, 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი აბიტურიენტთა მისაღებად მზად არის.

თბილისში არსებული საგამოცდო ცენტრებთან მისასვლელად გამოყოფილია დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი:

  • მეტრო „ახმეტელიდან“ მუხიანის მიმართულებით N175 საჯარო სკოლამდე;
  • მეტრო „ახმეტელიდან“ გლდანის მიმართულებით N177, N173 და N39 საჯარო სკოლებამდე;
  • მეტრო „ვარკეთილიდან“ N117 საჯარო სკოლამდე;
  • მეტრო „სამგორის“ზედა ამოსასვლელიდან N103 საჯარო სკოლამდე;
  • მეტრო „დიდუბიდან“ N147 საჯარო სკოლამდე.

ტრანსპორტზე მითითებული იქნება დაწესებულების სახელწოდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და საგამოცდო ცენტრის მისამართს.

პირველ ივლისს აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაწერენ ტესტს.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]