weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო გალელი აბიტურიენტების ნაწილმა გამოცდაზე გასვლა ვერ შეძლო

11:02 ორშაბათი, 01 ივლისი 2019

ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტების ნაწილმა პირველ გამოცდაზე გასვლა ვერ შეძლო. ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა.

სამინისტრო ასეთ აბიტურიენტებს სთხოვს, შესაძლებლობის მიხედვით, სხვა გამოცდებში აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა.

„ჩვენი ინფორმაციით, აბიტურიენტების ნაწილმა ენგურის ხიდიდან შეძლო გადმოსვლა. ყოველდღე ველოდებით სიტუაციის გაუმჯობესებას. ენგურის ე.წ. გამშვები პუნქტის დაკეტვის გამო, აბიტურიენტების გარკვეულ რაოდენობას შეექმნა პრობლემა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ მიეცეთ შესაძლებლობა უმაღლესი განათლების მიღების. მოვუწოდებ აბიტურიენტებს, მიუხედავად იმისა, მათ შეძლეს თუ არა პირველ გამოცდაზე მისვლა, აუცილებლად, როგორც კი შესაძლებლობა ექნებათ, შემდგომ გამოცდებში მიიღონ მონაწილეობა“, – განაცხადა აბულაძემ.

მისივე თქმით, სამინისტრო დააკვირდება პროცესს და საბოლოო ჯამში, მიიღებენ გადაწყვეტილებას, როგორ და რა სქემით უზრუნველყოფენ ამ აბიტურიენტებისთვის განათლების ხელმისაწვდომობას.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 23 ივლისს დასრულდება.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზზე არსებული ერთადერთი ე.წ. გამშვები პუნქტი, ენგურის ხიდი 27 ივნისს ჩაკეტა. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, ზუგდიდში „პროვოკაციული ხასიათის“ საპროტესტო აქციები იმართება, რომელიც „აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას“ ეხება. ე.წ. უსაფრთხოების სამსახური ხაზს უსვამს, რომ ახორციელებენ აუცილებელ ზომებს და დროებით შეზღუდვას აწესებენ „საქართველოსთან აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]