weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

დუშეთში ძაღლი მავთულით ჩამოკიდეს და ხელკეტით ყბა ჩაუმსხვრიეს – ძაღლთა თავშესაფარი

15:51 ხუთშაბათი, 04 ივლისი 2019
ფოტო © Tamaz Elizbarashvili dog shelter / Facebook ფოტო © Tamaz Elizbarashvili dog shelter / Facebook

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფრის ინფორმაციით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში ადგილობრივმა მამაკაცმა, თანამზრახველთან ერთად, ჰასკი მავთულით ჩამოკიდა და ხელკეტით ყბის ძვლები ჩაუმსხვრია.

როგორც თავშესაფარში აცხადებენ, ნაწამები ძაღლი მათთან გვიან ღამით ქალმა მიიყვანა, რის შემდეგაც გასასინჯად კლინიკაში წაიყვანეს.

„ყბის ძვლები სულ დალეწილია. ჭამას ვერასოდეს შეძლებს. თუ სასწაული არ მოხდა მოგვიწევს ძაღლის დაძინება“, – აცხადებს ძაღლთა თავშესაფარი და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია. დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]