weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

პარლამენტის წინ ჰომოფობიურ აქციას ლგბტ დროშამ გადაუფრინა

16:57 ორშაბათი, 08 ივლისი 2019
ფოტოკადრი რუსთავი 2-ის ვიდეოდან ფოტოკადრი რუსთავი 2-ის ვიდეოდან

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციას, რომელიც პარლამენტთან მიმდინარეობს, ლგბტ დროშამ დრონით გადაუფრინა. ცისარტყელასფერებიანი დროშის გამოჩენას აქციაზე ხმაური მოჰყვა, თუმცა, დემონსტრანტებს სიმშვიდისკენ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ მოუწოდა.

დღეს „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებული „ღირსების მარში“ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ გადაიდო. ამის მიზეზად მსვლელობის დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაციის გაჟონვა სახელდება, რის გამოც რადიკალური და ჰომოფობიური ჯგუფების წევრებმა კონტრაქციის ორგანიზება დაიწყეს.

„თბილისი პრაიდის“ ფარგლებში დაგეგმილი ერთ-ერთი ღონისძიება – „ღირსების მარში“ 22 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა 20 ივნისს დაწყებული საპროტესტო ტალღის გამო, გადაიდო. ღონისძიების ორგანიზატორებმა გუშინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მარში დღეს, 8 ივლისს ჩატარდებოდა. მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]