weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ახალქალაქში პატრულთან ინციდენტის გამო მოქალაქეები 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ

12:38 პარასკევი, 12 ივლისი 2019

სასამართლომ 1000-1000 ლარით დააჯარიმა მეხაკ და სლავა ხაჩატრიანები, რომლებიც ახალქალაქში, პოლიციასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო Jnews-ი ავრცელებს.

ადგილობრივ მცხოვრებლებსა და პოლიციას შორის ინციდენტი 6 ივნისს მოხდა. სააგენტო Jnews-ის ინფორმაციით, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოტოციკლის მძღოლი გააჩერეს და მართვის მოწმობის არქონის გამო დააჯარიმეს. სააგენტოს ცნობით, სლავა ხაჩატრიანი, რომელიც დაჯარიმებულის ნათესავია, ავტომობილით გაჩერდა, რათა გაეგო რა ხდებოდა. მას შემდეგ, რაც არ დაემორჩილა პოლიციელების მითითებას გზის გაგრძელების თაობაზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მისი დაკავება დაიწყეს. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ სამართალდამცველები ავტომობილიდან მის გადმოყვანას ცდილობენ.

ინციდენტის ადგილზე ადგილობრივები შეიკრიბნენ. Jnews-ის ინფორმაციით, პოლიციელებმა იარაღი ამოიღეს. ძმისშვილის დასახმარებლად მეხაკ ხაჩატრიანიც მივიდა. ინციდენტის შედეგად ის შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას (სისხლის სამართლის კოდექსის 173-ე მუხლი) და წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავებოდა. Jnews-ის ინფორმაციით, ხაჩატრიანებს, რომლებიც ხელწერილით იყვნენ გათავისუფლებულები, პოლიციის მიერ ძალის გადამეტებაზე არ უჩივლიათ და სასამართლო პროცესების დროს ბრალი აღიარეს.

Jnews.ge

სამცხე–ჯავახეთში, ახალქალაქში ბაზირებული საინფორმაციო პორტალი, რომელსაც ააიპ „ღია საზღვრები“ მართავს. გამოცემა ავრცელებს ახალ ამბებს რუსულ და სომხურ ენებზე.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]