weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ

11:05 ორშაბათი, 15 ივლისი 2019
ფოტო © სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია ფოტო © სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს ზეიმობს, რომელიც განსაკუთრებულად ზუგდიდში აღინიშნება.

მიტროპოლიტმა გერასიმემ, სამღვდელოებასთან და მრევლთან ერთად, ღვთისმშობლის კვართი დადიანების ისტორიული სასახლიდან გამოაბრძანა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში იქნება დაბრძანებული.

ვლაქერნობასთან დაკავშირებით, სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა გერასიმემ აღავლინეს.

​ვლაქერნობას ზუგდიდში 1990 წლიდან, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ყოველი წლის 15 ივლისს აღნიშნავენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]